ავტორიზაცია

ბარსელონას რაფინიას ტრანსფერში კონკურენტი გამოუჩნდა

ბარსელონას რაფინიას ტრანსფერში კონკურენტი გამოუჩნდა
თარიღი 10 ივნ 2022, 23:54

არახალია, რომ „ბარსელონას“ შეტევის გაძლიერება „ლიდს იუნაიტედის“ ბრაზილიელი შემტევით, რაფინიათი სურს.

გავრცელებული ინფორმაციით, რაფინიას „ბარსელონასთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს და ტრანსფერის ასრულებისთვის კლუბების შეთანხმებაღაა საჭირო.

თუმცა, The Telegraph წერს, საქმეში „არსენალიც“ ჩაერთო და მზადაა, „ბარსელონას“ რაფინიას ტრანსფერისთვის კონკურენცია გაუწიოს.

რამდენიმე თვის წინ ხავი ერნანდესი ფეხბურთელს ესაუბრა და „ბარსელონაში“ გადასვლაზე დაიყოლია, თუმცა მიკელ არტეტა აპირებს, ბრაზილიელს დაელაპარაკოს და „არსენალში“ ტრანსფერზე დაითანხმოს.