ავტორიზაცია

BREAKING: ლივერპულის მეგა ტრანსფერი! დარვინ ნუნიესი კარიერას მერსისაიდულ გრანდში გააგრძელებს!

BREAKING: ლივერპულის მეგა ტრანსფერი! დარვინ ნუნიესი კარიერას მერსისაიდულ გრანდში გააგრძელებს!
თარიღი 11 ივნ 2022, 17:41

"ლივერპულმა" სხვა საფეხბურტო გრანდები დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და მეგა ტრანსფერი განახორციელა.

ყველანაირი შეთანხმება მიღწეულია მერსისაიდულ კლუბსა და "ბენფიკას" შორის დარვინ ნუნიესის ტრანსფერის თაობაზე. თავად ფეხბურთელთან ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონებმა უკვე დიდი ხანია, რაც პირადი კონტრაქტი შეათანხმეს - ამ ინფორმაციას ადასტურებს ფაბრიციო რომანოც. 

ლისაბონელები ახალგაზრდა ურუგვაელი ფორვარდის სანაცვლოდ ფიქსირუებულ 80 მილიონს, ხოლო ბონუსის სახით კი 20 მილიონს მიიღებენ.

მხარეებს შორის ოფიციალური დოკუმენტები გაიცვლება და ტრანსფერის წარმატებით დასრულების შესახებ კლუბების მაღალი რანგის წარმომადგენლებიც გააკეთებენ განცხადებას. 22 წლის შემტევი ბრიტანულ გუნდთან გრძელვადიან, 5 წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.