ავტორიზაცია

ნუნესის ტრანსფერი ჯერ ბოლომდე დახურული არ არის - Sky Sports

ნუნესის ტრანსფერი ჯერ ბოლომდე დახურული არ არის - Sky Sports
თარიღი 11 ივნ 2022, 22:26

„ლივერპულს“ და „ბენფიკას“ დარვინ ნუნესის ტრანსფერი ჯერ ბოლომდე არ დაუხურავთ.

Sky Sports-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სწორედ ამის შესახებ დაიწყება.

ამ ეტაპზე, კლუბები შეთანხმების სტრუქტურას განიხილავენ. „ლივერპული“ მზადაა 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ გადაიხადოს მხოლოდ ის თანხა, რომელსაც სამართლიანად მიიჩნევს.

„ბენფიკა“ მინიმუმ 100 მილიონ ევროს ითხოვს. ეს სიტუაცია წყალს ასხამს „მანჩესტერ იუნაიტედის“ წისქვილზე, რომელიც ფეხბურთელით ასევე ინტერესდება. თუმცა, „ლივერპული“ სატრანსფერო ომში მონაწილეობას არ აპირებს. 

თავად ურუგვაელს მხოლოდ „ლივერპულშ“ სურს გადასვლა და ხუთწლიანი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულიც აქვს.