ავტორიზაცია

"ბრაზილიას იძულებით ვასახელებ", - ლუის ენრიკემ მსოფლიო ჩემპიონატის ორი უძლიერესი ნაკრები დაასახელა

"ბრაზილიას იძულებით ვასახელებ", - ლუის ენრიკემ მსოფლიო ჩემპიონატის ორი უძლიერესი ნაკრები დაასახელა
თარიღი 11 ივნ 2022, 22:52

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მსოფლიო ჩემპიონატის ორი უძლიერესი ნაკრები დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მუნდიალი 18 ნოემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით ყატარში გაიმართება.

„ვფიქრობ, არგენტინა ყველა სხვა მონაწილეზე მაღლა დგას. ასევე, ბრაზილიაც.

ბრაზილია ძირითადად იმიტომ დავამატე, რომ ბრაზილიური პრესა მოვა და მეტყვის: „თქვენ არგენტინა გაცილებით მაღლა დააყენეთ.“ 

ასე რომ ვიტყვი, რომ არგენტინა და ბრაზილია აღემატებიან ყველას.“ - აღნიშნა ენრიკემ.