ავტორიზაცია

"მიხარია მიუნხენში ყოფნა", - ბაიერნმა 20 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი დახურა

"მიხარია მიუნხენში ყოფნა", - ბაიერნმა 20 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი დახურა
თარიღი 11 ივნ 2022, 23:09

რაიან გრავენბერხი „აიაქსიდან“ „ბაიერნში“ ოფიციალურად გადადის.

Bild-ის ინფორმაციით, დღეს, 20 წლის ნახევარმცველი მიუნხენში ჩაფრინდა და „ბაიერნთან“ 5-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა.

„ბაიერნი - დიდი კლუბია. ვფიქრობ, აქ სერიოზული ტიტულების მოგებაა საჭირო და მეც იგივეს ველი.

მიხარია მიუნხენში ყოფნა.“ - აღნიშნა გრავენბერხმა გერმანიაში ჩაფრენის შემდეგ.

დასრულებულ სეზონში გრავენბერხმა ერედივიზიის 30 მატჩში 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.