მოგესალმებით, გრძელდება ჩვენი რუბრიკა დღის ფსონი. გუშინდელ ბილეთში სამწუხაროდ "ტრაბზონსპორმა" გვიმტყუნა. საერთ ჯამში, 15 დადებული შედეგიდან 13 გამოცნობილია. ასევე, გუშინ გამოვიცანით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე დადებული მატჩის ანაგრიში, "მანჩესტერი" 1–1 "ჩელსი". გაეცანით ჩვენს დღევანდელ პროგნოზებს, ყველას წარმატებებს გისურვებთ.
დაალაიქეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე და მოიგეთ ჩვენთან ერთად: https://www.facebook.com/betofthedaygoalge
დომინიკ ტიემი - ალექსანდრ დოლგოპოლოვი
დღეს პარიზში სტარტს იღებს წლის ბოლო მასტერსი, რასაც დიდი ყურადღებით მივადევნებ თვალს. პირველი თამაში სწორედ პარიზიდან მაქვს, ტურნირის გახსნით მატჩში ერთმანეთს ახალგაზრდა დომინიკ ტიემი და უკრაინელი ჩოგბურთელი ალექსანდრ დოლგოპოლოვი დაუპირისპირდებიან.
ავსტრიელი ჩოგბურთელი ცუდ ფორმაში ხვდება ტურნირს, არც უკრაინელი წყვეტს ვარსკვლავებს, თუმცა გათვალისწინებით იმსა, თუ სად ტარდება მატჩი და როგორი დარბაზის ტიპია ამ მატჩის ფავორიტად მსოფლიო რეიტინგის 25-ე ნომერი, დოლგოპოლოვი მიმაჩნია.
მოკლედ, ბევრს თავს არ შეგაწყენთ უაზრო სტატისტიკის წერით და გთავაზობთ ალექსანდრ დოლგოპოლოვის მოგებას,
რასაც 1,7 აქვს კოეფიციენტი.
Goal.Ge–ს პროგნოზი – 1:2
ედუარდ როჟე-ვასლინი - ფილიპ კოლშრაიბერი
მეორე თამაშიც პარიზის მასტერსიდანაა, სადაც ერთამენთს ტურნირის მასპინძელი ედუარდ როჟე-ვასლინი და გერმანელი ჩოგბურთელი ფილიპ კოლშრაიბერი დაუპირისპირდებიან. ამ ჩოგბურთელების გზები ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში სამჯერ გადაიკვეთა და ყველა მატჩი გერმანელი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა. უკანასკნელი მათგანი წელს, ბარსელონას ღია პირველობაზე იყო, სადაც კოლშრაიბერმა 2-0 გაიმარჯვა.
ფრანგი ჩოგბურთელი საშინელ ფორმაშია- აგვისტოს მერე გამარჯვება არ მოუპოვებია. ესეც რომ არ იყოს, გერმანელი მასზე ბევრად ძლიერია და რომ არა ტურნირის ჩატარების ადგილი (საფრანგეთი), ფილიპის მოგებას ბევრად პატარა "კუში" ექნებოდა.
მოკლედ კოლშრაიბერის მოგება, 1.4 კოეფიციენტი.
Goal.Ge–ს პროგნოზი – 0:2


რა იქნებოდა, ჩვენი ბილეთი ფეხბურთის გარეშე?! დღეს ინგლისის პრემიერ ლიგის მეცხრე ტურის ბოლო მატჩი გაიმართება. ლონდონში ადგილობრივი "ქპრ" ბირმინგემის "ასტონ ვილას" უმასპინძლებს. ლონდონელებმა თამაში გამოასწორეს, მშვენიერი მატჩი ჩაატარეს "ლივერპულის" წინააღმდეგ და საერთოდ, ეს გუნდი ჩემს სიმპატიებს იწვევს. ჰარი რედნაპი დიდებული მწვრთნელია და, ვფიქრობ, დღეს მისი გუნდი არ წააგებს, მით უმეტეს, მომდევნო ტურში "ქპრ"-ს სათამაშო "სტემფორდ ბრიჯზე" აქვს და სანამ დროა უნდა მოაგროვოს ქულები. "ქპრ"-ს არწაგება - 1,4 კოეფიციენტი. პირდაპირ მოგებაც მგონია, მაგრამ დავიზღვიოთ თავი.
Goal.Ge–ს პროგნოზი – 2:0
27.10.14 – 23:55 |
ინგლისის ჩემპიონატი |
ქპრ – ასტონ ვილა – 1X |
1,4 |
27.10.14 – 14:00 |
პარიზის მასტერსი |
ტიმი – დოლგოპოლოვი – 2 |
1,7 |
27.10.14 – 17:00 |
პარიზის მასტერსი |
როჟე–ვასლინი – კოლშრაიბერი – 2 |
1,4 |
|
კოეფიციენტის ჯამი : |
3,34 |