ავტორიზაცია

VIDEO: ევრო 2020-ს ფინალის გამეორებაში ინგლისმა და იტალიამ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს

თარიღი 12 ივნ 2022, 00:40

უეფას ერთა ლიგის მე-3 ტურში ევრო 2020-ს ფინალის გამეორება შედგა.

შეხვედრა „ვულვერჰემპტონის“ სტადიონ „მოლინეუქსზე“ გაიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით გაიმართა და გოლის გატანის შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ვერცერთმა გამოყენება ვერ მოახერხა.

ინგლისის 12 დარტყმიდან კარში 4 წავიდა, იტალიამ კი 8-ჯერ გაისროლა და 3-ჯერ მოახერხა მეკარის შეწუხება.

იტალაი 5 ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს, ინგლისი კი 3 ტურის შემდეგ 2 ქულით ბოლო პოზიციაზეა.