ავტორიზაცია

VIDEO: ზედიზედ მესამე ფრე - გერმანიამ ვერც უნგრეთს მოუგო

თარიღი 12 ივნ 2022, 00:44

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში უნგრეთმა საკუთარ კედლებში გერმანიას უმასპინძლა.

შეხვედრა ქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.

მე-6 წუთზე მასპინძლები ნაგის გოლის დაწინაურდნენ, 9-ზე კი ჰოფმანმა წონასწორობა აღადგინა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

გერმანია 3 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-2 ადგილზეა, გერმანიას კი 3 მატჩში 3 ფრე აქვს და შესაბამისად, 3 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს.