ავტორიზაცია

VIDEO: ჰოლანდიამ პოლონეთს 0:2-დან შემოუტრიალა და მოგებაც შეეძლო, თუმცა დეპაიმ ბოლო წუთზე პენალტი გააცუდა

თარიღი 12 ივნ 2022, 00:48

ერთა ლიგის მე-3 ტურში ნიდერლანდების ნაკრებმა შინ პოლონეთს უმასპინძლა.

შეხვედრა ქალაქ როტერდამში გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.

მე-18 წუთზე ქეშმა სტუმრები დააწინაურა, 49-ზე კი ზიელინსკიმ სხვაობა ორამდეც გაზარდა. თუმცა, ვან გაალის გუნდმა 51-ზე (კლაასენი) და 54-ზე (დუმფრისი) გატანილი გოლებით წონაწორობის აღდგენა მალევე მოახერხა.

90+1 წუთზე მემფის დეპაის თავისი გუნდისთვის გამარჯვების მოტანაც შეეძლო, თუმცა პენალტის გამოყენება ვერ მოახერხა.

ჰოლანდია 3 ტურის შემდეგ 7 ქულით ჯგუფის ლიდერია, პოლონეთს კი 4 ქულა აქვს და მე-3 პოზიციას იკავებს.