ავტორიზაცია

"თუ შენი ქალიშვილი სახლში ბუკაიოს მოიყვანს, ბედნიერი იქნები", - საუდგეიტი საკას აქებს

"თუ შენი ქალიშვილი სახლში ბუკაიოს მოიყვანს, ბედნიერი იქნები", - საუდგეიტი საკას აქებს
თარიღი 12 ივნ 2022, 10:58

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეტ საუდგეიტმა გუნდის თავდამსხმელი, ბუკაიო საკა დაახასიათა.

51 წლის სპეციალისტმა გასულ სეზონში "არსენალის" ფეხბურთელის წარმატებების შესახებ ისაუბრა, აგრეთვე ისიც აღნიშნა, რომ ბუკაიოზე ევრო 2020-ის ფინალში გაფუჭებული პენალტის შემდეგ მიღებულ შეურაცხყოფას გავლენა არ მოუხდენია.

"არ ვიცი, გასაკვირია თუ არა ეს, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ადამიანია. ბრწყინვალე მხარდაჭერა აქვს და შესანიშნავი ოჯახი ჰყავს. ინგლისის ნაკრებში ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის სიყვარული უმალვე იგრძნო".

"ეს მას დაეხმარა. ფანტასტიკურად ნიჭიერია. მათ შორისაა, ვისაც, ალბათ, ნაკლებად აფასებენ, რადგან არ აქვს ისეთი თვისებები, როგორიც ჩვენს სხვა შემტევ ფეხბურთელებს".

"უბრალოდ მშვიდად აგრძელებს თავის საქმეს, მაგრამ ვფიქრობ, მისი თამაშის სტაბილურობა და ხარისხი ჩანს. გოლებს იტანს, საგოლე მომენტებს ქმნის და გუნდთან ერთად იცავს თავს. ბრწყინვალე ბიჭია. თუ შენი ქალიშვილი სახლში ბუკაიოს მოიყვანს, ბედნიერი იქნები", - ციტირებს საუდგეიტის სიტყვებს Mirror-ი.