ავტორიზაცია

მწვრთნელის წასვლის შემდეგ, საბურთალო ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა

მწვრთნელის წასვლის შემდეგ, საბურთალო ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა
თარიღი 12 ივნ 2022, 12:09

რამდენიმე დღის წინ, ლევან კორღალიძემ "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

გუშინ, კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ "საბურთალოს" მეკარე ოთო გოშაძეც დაემშვიდობა.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, გოშაძის გარდა გუნდი ნოდარ იაშვილმა, ლაშა შინდაგორიძემ და ნოდარ ქავთარაძემაც დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ ერთ თვეში "საბურთალო" კონფერენს ლიგაზე ასპარეზობას იწყებს.