ავტორიზაცია

მილანმა ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების შემტევის ტრანსფერი შეათანხმა

მილანმა ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების შემტევის ტრანსფერი შეათანხმა
თარიღი 12 ივნ 2022, 13:30

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებისა და "ბრიუგეს" გარემარბი, ნოა ლანგი "მილანში" გადასვლასთან არის ახლოს.

De Telegraaf-ის რედაქტორ ვალენტინ დრისენის ინფორმაციაზე დაყრდნობით, Eurosport-ი იტყობინება, რომ 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი პრაქტიკულად შეთანხმებულია.

როგორც იწერება, გარიგების დასახურად "როსონერის" ახალი მფლობელების თანხმობაა საჭირო - RedBird Capital Partners-ის.

როგორც კი ამერიკული კომპანია მწვანე შუქს აანთებს, ტრანსფერი ოფიციალურად გაფორმდება. "ბრიუგე" დაახლოებით 22 მილიონ ევროს მიიღებს.

ბელგიის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში ლანგმა 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, რითაც თავისი გუნდის საუკეთესო ასისტენტი გახდა და ლიგის ტოპ ხუთეულშიც მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ჰოლანდიელს გასული წლის ოქტომბრიდან ეროვნულ ნაკრებშიც იძახებენ.