ავტორიზაცია

სანიოლი: "ნაპოლიმ კვარაცხელიაში რაღაც განსაკუთრებული დაინახა, იტალიაში ტოპ ფეხბურთელი გახდება"

სანიოლი: "ნაპოლიმ კვარაცხელიაში რაღაც განსაკუთრებული დაინახა, იტალიაში ტოპ ფეხბურთელი გახდება"
თარიღი 12 ივნ 2022, 13:54

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გუნდის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ნეაპოლელებმა 21 წლის გარემარბი ამ ზაფხულს ბათუმის "დინამოდან" 10 მილიონ ევროდ შეიძინეს.

"თუ "ნაპოლიმ" კვარაცხელიას შეძენა გადაწყვიტა, ეს იმიტომ, რომ მასში რაღაც უჩვეულო დაინახეს".

"ძალიან ნიჭიერია, ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, ხვიჩაში რაღაც განსაკუთრებულიაო და ჯერ კიდევ არ გინახავთ ყველაფერი, რაც მას შეუძლია".

"ცხადია, იტალიაში ტოპ ფეხბურთელი გახდება", - ციტირებს ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს Football Italia.