ავტორიზაცია

"ევროპის ერთ-ერთი მთავარი ტალანტია, მისი ყიდვა ყველას უნდოდა", - ბაიერნმა ტრანსფერი დახურა

"ევროპის ერთ-ერთი მთავარი ტალანტია, მისი ყიდვა ყველას უნდოდა", - ბაიერნმა ტრანსფერი დახურა
თარიღი 12 ივნ 2022, 13:59

"ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა "აიაქსის" ნახევარმცველის, რაიან გრავენბერხის შეძენა დაადასტურა.

"რაიანმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა. გარიგება დავხურეთ. ძალიან გვიხარია, რომ აქ არის და შეუძლია ჩვენს გუნდთან ერთად მუშაობას შეუდგეს".

"ევროპის ერთ-ერთი მთავარი ტალანტია, მისი ყიდვა ყველას უნდოდა", - ციტირებს "რეკორდმაისტერის" ფუნქციონერის სიტყვებს Bild-ი.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხას გადაიხდის "ბაიერნი" 20 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელიც აქამდე არსებული ცნობით, მიუნხენში 2027 წლამდე ითამაშებს.

გასულ სეზონში გრავენბერხმა ყველა ტურნირზე ერთად "აიაქსის" მაისურით 42 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.