ავტორიზაცია

ეტო'ომ მატიპს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის კამერუნის ნაკრებში დაბრუნებაზე უარი უთხრა

ეტო'ომ მატიპს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის კამერუნის ნაკრებში დაბრუნებაზე უარი უთხრა
თარიღი 12 ივნ 2022, 15:31

კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, სამუელ ეტო'ომ ჟოელ მატიპს, რომელმაც ნაკრებში დაბრუნება მოისურვა, უარი შეუთვალა.

"ეს ეროვნული გუნდია. არ ვგუობთ იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს განსაკუთრებულად თვლიან", - ციტირებს ეტო'ოს სიტყვებს ჟურნალისტი, ერიკ ნჟირუ.

აღსანიშნავია, რომ "ლივერპულის" მცველს ნაკრებში 2016 წლის შემდეგ არ უთამაშია. მაშინ მან ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა და აფრიკის თასზე მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.

საერთო ჯამში, მატიპს კამერუნელთა მაისურით 26 მატჩი აქვს ჩატარებული და ერთი გოლი გატანილი.

მოგეხსენებათ, ყატარში გასამართ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კამერუნის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიას, სერბეთსა და შვეიცარიას დაუპირისპირდება.