ავტორიზაცია

დე იონგის პასუხი კითხვაზე: "აპირებ თუ არა კატალონიის პლიაჟიდან ცივ მანჩესტერში გადასვლას?"

დე იონგის პასუხი კითხვაზე: "აპირებ თუ არა კატალონიის პლიაჟიდან ცივ მანჩესტერში გადასვლას?"
თარიღი 12 ივნ 2022, 17:24

"ბარსელონას" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

მოგეხსენებათ, არ არის გამორიცხული, 25 წლის ჰოლანდიელმა შესაძლოა კატალონიური გრანდი დატოვოს და "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს.

დე იონგს ერთა ლიგაზე პოლონეთთან (2:2) გამართული მატჩის შემდეგ ჰკითხეს, აპირებს თუ არა კატალონიის პლიაჟიდან ცივ მანჩესტერში გადასვლას.

"(იცინის). არ შემიძლია, ვერაფერს ვიტყვი", - ციტირებს ფრენკის სიტყვებს ESPN-ი.

ცნობისთვის, დე იონგს "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 60 მილიონ ევროს შეადგენს.