ავტორიზაცია

ბრაჰიმ დიასი: "როცა ბურთს ვიღებ, იძულებული ვხდები პასი ზლატანს მივცე, რომ არ გაბრაზდეს"

ბრაჰიმ დიასი: "როცა ბურთს ვიღებ, იძულებული ვხდები პასი ზლატანს მივცე, რომ არ გაბრაზდეს"
თარიღი 12 ივნ 2022, 21:26

„მილანის“ ნახევარმცველმა, ბრაჰიმ დიასმა გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩის როლზე ისაუბრა.

„ის მამაჩემის ასაკის არის, მაგრამ ჯერ კიდევ დიდ გავლენას ახდენს მატჩების შედეგებზე. გასახდელში ის ყველას მამასავით იქცევა.

მან ცხოვრება გამიმარტივა, იმიტომ რომ, ბურთის მიღების შემდეგ იძულებული ვარ, პასი მას გავუკეთო, რომ არ გაბრაზდეს.

ის შესანიშნავი ფეხბურთელია, ძალიან ქარიზმატული, გიჟდება მოგებებზე. მას ძალიან მოსწონს ვარჯიშებზე შრომა - ეს განწყობა სხვებსაც გადაეცემათ. ის ყველა ფეხბურთელს უკეთესს ხდის, იმიტომ რომ გვაძულებს მაქსიმუმი ვაჩვენოთ.“ - აღნიშნა ესპანელმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ მუხლზე გადატანილი ოპერაციის გამო, იბრაჰიმოვიჩს 7-8 თვე გაუცდება, თუმცა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მას ჯერ არ მიუღია.