ავტორიზაცია

"საწვავი აღარ გვეყო" - სანიოლი მატჩის შემდეგ

"საწვავი აღარ გვეყო" - სანიოლი მატჩის შემდეგ
თარიღი 13 ივნ 2022, 00:04

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბულგარეთთან გამართული 0:0 მატჩი შეაფასა.

"1 თვის წინ, 4 მატჩში 10 ქულის აღებას არავინ ელოდა, ჩვენ ეს შევძელით და ჩატარებული მატჩებით საბოლოოდ კმაყოფილები ვართ. დღევანდელი მატჩით კი ჩვენი ამბიციებიდან გამომდინარე, იმედგაცრუებულები.

მიუხედავად ამისა, ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ, ისინი ყველა დავალებას კარგად ასრულებენ.

ბოლოს საწვავი აღარ გვეყო და გოლი ვერ გავიტანეთ, ბულგარელებს კი მომენტი საერთოდ არ ჰქონიათ, რაც ჩვენი დაცვის კარგ თამაშზე მეტყველებს.

გამოვარჩევდი მათ მეკარეს, რომელმაც კარგი შეხვედრა ჩაატარა, პირველ წუთებზე კი კვარაცხელიაზე პენალტი საეჭვოდ არ დადეს.

იდეალური 11-ეული, ვინც სასტარტოში ყველაზე ხშირად იქნება? ამაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან 4-ვე მატჩი სხავდასხვა 11-ეულით დავიწყეთ, ხშირად მითქვამს, რომ ნაკრებში მყოფი 29-ვე ფეხბურთელით კმაყოფილი ვარ და ჩემთვის ყველა მნიშვნელოვანია", - განაცხადა სანიოლმა.