ავტორიზაცია

VIDEO: ესპანეთმა შინ ჩეხეთი დაამარცხა და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა

თარიღი 13 ივნ 2022, 00:42

ერთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა შინ ჩეხეთი დაამარცხა.

შეხვედრა „ესტადიო ლა როსალედაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

ანგარიშ 24-ე წუთზე კარლოს სოლერმა მარკო ასენსიოს პასით გახსნა, 75-ზე კი პაბლო სარაბიამ ფერან ტორესის საგოლე პასით ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

4 ტურის შემდეგ ესპანეთი 8 ქულით ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს, პორტუგალია შვიდი ქულით მეორეა, ჩეხეთს კი 4 ქულა აქვს და მე-3 პოზიციას იკავებს.