ავტორიზაცია

VIDEO: რონალდუს გარეშე პორტუგალიამ სტუმრად შვეიცარიას ვერაფერი დაუპირისპირა

თარიღი 13 ივნ 2022, 00:45

ერთა ლიგის მე-4 ტურში პორტუგალია სტუმრად შვეიცარიასთან დამარცხდა.

შეხვედრა „სტედ დე ჟენევაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდ.ა

მატჩის ერთადერთი გოლი პირველივე წუთზე სეფეროვიჩმა გაიტანა, რომელიც მის გუნდს გამარჯვებისთვის ეყო.

ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია პორტუგალიელთა ლიდერსა და კაპიტანს, კრიშტიანუ რონალდუს, მის გარეშე გუნდმა კი 89 წუთში მეტოქესთან ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო.

ოთხი ტურის შემდეგ პორტუგალია 7 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერი კი ესპანეთია (8). რაც შეეხება შვეიცარიას, გუნდისთვის ეს პირველი 3 ქულა იყო და ბოლო ადგილს იკავებს.