ავტორიზაცია

დე პაული: "კოპა ამერიკის ფინალში მესის საშუალო ვარიანტი არ ჰქონდა - ან ღმერთთან ან ჯოჯოხეთში"

დე პაული: "კოპა ამერიკის ფინალში მესის საშუალო ვარიანტი არ ჰქონდა - ან ღმერთთან ან ჯოჯოხეთში"
თარიღი 13 ივნ 2022, 10:47

"ატლეტიკოსა" და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა, როდრიგო დე პაულმა 2021 წლის ზაფხულის მოვლენები გაიხსენა და "პსჟ"-ში მოასპარეზე თანამემამულის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

"კოპა ამერიკის წინა პერიოდი საკმაოდ რთული გამოდგა. ორი მატჩი გვქონდა - ჩილესთან და კოლუმბიასთან. 45 დღე ჩაკეტილები ვიყავით. ვვახშმობდით და ტელევიზორს ვთიშავდით. იგრძნობოდა, რომ ზოგიერთ ადამიანს ნაკრების წარმატება არ უნდოდა, ყველას განგვსჯიდნენ. თუ ლეოს გააკრიტიკებდნენ, მერე ვინ რჩებოდა? შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბი".

"თავიდანვე კარგ ტალღაზე ვიყავით. მესი, როგორც ადამიანი, ჩემში დღეს უფრო მეტ აღფრთოვანებას იწვევს - იმისათვის, თუ როგორ ვითარდება ცხოვრებისეულად. ადვილი არ არის მის ადგილას ყოფნა".

"დილით (კოპა ამერიკის ფინალის წინ) მატეს დასალევად შევიკრიბეთ. მე და პაპუ გომესი ყველაზე ადრე ავდექით. ბრაზილიასთან ფინალის დღესაც ვადევნებდი თვალს მესის".

"იგრძნობოდა შფოთვა, ნერვიულობა, შიში. ზოგი უკეთ აკონტროლებს, ზოგი ცუდად. ხოლო ის, ვინც ამბობს, რომ თითქოს ამას ვერ გრძნობს, ცრუობს".

"მე კი ვუყურებდი მესის, რომელიც მატეს სვამდა და საშუალო ვარიანტი მისთვის არ არსებობდა. "მარაკანაზე", ბრაზილიისა და ნეიმარის წინააღმდეგ. ან ღმერთთან ან ჯოჯოხეთში".

"არაჩვეულებრივი კოპა ამერიკა ჩაატარა: საგოლე გადაცემები, გოლები. მაგრამ ფეხბურთი, სამწუხაროდ, ასეთია. ვუთხარი: "ლეო, დღეს შენი დღეა..." მიპასუხა: "დიახ, დიახ..." და მატე მომაწოდა".

"დიდი სიამოვნებაა, რომ ოცნება აიხდინა", - განაცხადა დე პაულმა Telefé-სთან ინტერვიუში.

მოგეხსენებათ, კოპა ამერიკის ფინალში არგენტინამ ბრაზილია მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0. ერთადერთი გოლი ანხელ დი მარიამ გაიტანა, შედეგიანი გადაცემა კი დე პაულმა გააკეთა.