ავტორიზაცია

კეინი: "ინგლისი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი ფავორიტის რანგში გაემგზავრება"

კეინი: "ინგლისი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი ფავორიტის რანგში გაემგზავრება"
თარიღი 13 ივნ 2022, 11:59

ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს, ჰარი კეინს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება უნდა.

"სასაცილოა უკან ყურება - მაშინ (2018 წლის მუნდიალის წინ) მოლოდინი არ გვქონდა. დიდი ხნის მანძილზე ვერ ვდებდით კარგ შედეგს პრესტიჟულ ტურნირებზე. მაგრამ ვფიქრობდი, რომ გამარჯვებისთვის კარგი განწყობა იყო საჭირო. ნებისმიერი გუნდი ნებისმიერ ტურნირზე გამარჯვებაზე ფიქრობს. სხვაგვარად არ შეიძლება".

"ამჯერად ყველაფერი შეცვლილია. ნახევარფინალში ვიყავით (2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე). ფინალში ვითამაშეთ (2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე). ალბათ, ამ ტურნირზე ერთ-ერთი ფავორიტის რანგში გავემგზავრებით. ეს ზეწოლისა და პასუხისმგებლობის სხვა დონეა".

"ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დაბრკოლებები გადავლახეთ. საკუთარ ისტორიას ვწერთ. გუნდში დარწმუნებული ვარ. კიდევ გვაქვს რაღაც ასპექტებში მოსამატებელი. თუმცა, საერთო ჯამში, გუნდი კარგ მდგომარეობაშია".

"ევრო 2020-ზე ერთი მატჩიც კი არ წაგვიგია. მხოლოდ პენალტების სერია არ დასრულდა ჩვენს სასარგებლოდ. ამით მტკიცდება, რომ ზეწოლასთან გამკლავება შეგვიძლია. მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე ეს კიდევ უფრო ძლიერი იქნება და ყატარში სხვა გარემოში ვითამაშებთ. რაღაცის გადალახვა მოგვიწევს იმისათვის, რათა მსოფლიო ჩემპიონები გავხდეთ. ჩვენი მიზანი კი ეს არის", - ციტირებს კეინის სიტყვებს Daily Mail-ი.