ავტორიზაცია

ოფიციალურად: ჰოლანდმა მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი გააფორმა

ოფიციალურად: ჰოლანდმა მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი გააფორმა
თარიღი 13 ივნ 2022, 13:23

"მანჩესტერ სიტიმ" "დორტმუნდის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი დახურა.

ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ლიდერმა "ქალაქელებთან" 2027 წლის ზაფხულამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მოგეხსენებათ, "სიტიმ" ბორუსიულ კლუბთან შეთანხმება 10 მაისს დაადასტურა. როგორც იწერებოდა, "ქალაქელები" გერმანელებს 21 წლის სუპერვარსკვლავის გამოსასყიდ თანხას გადაუხდიან - 75 მილიონ ევროს, თავად ერლინგი კი ინგლისში კვირაში ხელფასის სახით 350 ათას ფუნტს გამოიმუშავებს + ბონუსები.

ისიც დაიწერა, რომ "სიტის" ჰოლანდის ტრანსფერი საერთო ჯამში თითქმის 250 მილიონი დაუჯდება, ანაზღაურების ჩათვლით. აგენტებისთვის გადასახდელი საკომისიო 50 მილიონს შეადგენს.

მოგეხსენებათ, ჰოლანდი "დორტმუნდში" 2020 წლსი იანვარში ჩაირიცხა. ამ დროის განმავლობაში მან ბორუსიელთა რიგებში 89 მატჩი ჩაატარა, 86 გოლი გაიტანა და 23 შედეგიანი პასი გააკეთა.