ავტორიზაცია

სონის მამა: "ჩემი შვილი ტოპ-დონე მაშინ გახდება, როცა უმაღლესი დონის გუნდში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს"

სონის მამა: "ჩემი შვილი ტოპ-დონე მაშინ გახდება, როცა უმაღლესი დონის გუნდში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს"
თარიღი 13 ივნ 2022, 22:19

„ტოტენჰემის“ შემტევის, სონ ჰეუნ მინის მამამ, ნახევარმცველის თამაშზე ისაუბრა.

„მან უფრო თავდაუზოგავად უნდა იშრომოს და დიდ პროგრესს მიაღწიოს. თუ იმით დაკმაყოფილდება, რაც ახლა აქვს, ესეიგი კრიზისი კარს მოადგა. 

ის ყოველთვის უნდა ეცადოს უკეთეს ფორმაში იყოს, ასე არ არის? სულ მინდა, რომ ის კიდევ 10 პროცენტით უკეთესი იყოს და არ კმაყოფილდებოდეს თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით.

მან ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს, მსოფლიოს ერთ-ერთ ტოპ-კლუბში, სწორედ ასეთ შემთხვევაში შეეძლება მას გახდეს მსოფლიო დონის ფეხბურთელი.

როგორც უკვე ვთქვი, ის ყოველთვის კიდევ 10 პროცენტით უკეთესი უნდა იყოს, რომ ამ მიზანს მიაღწიოს.“ - აღნიშნა კორეელი ფეხბურთელის მამამ.