4 მატჩის შემდეგ, საფრანგეთი კვლავ მოუგებელია და ბოლო ადგილზეა - ხორვატიამ პარიზში იმარჯვა

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში საფრანგეთის ნაკრები შინ ხორვატიასთან დამარცხდა.
მატჩი პარიზში სტადიონ „სტად დე ფრენსზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
ერთადერთი გოლი მე-5 წუთზე ლუკა მოდრიჩმა გაიტანა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.
4 ტურის შემდეგ საფრანგეთი კვლავ მოუგებელია და 2 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს, ხორვატია კი 7 ქულით მე-2 პოზიციაზეა.