ავტორიზაცია

ავსტრალიამ დაძაბულ ბრძოლაში პერუ დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა!

ავსტრალიამ დაძაბულ ბრძოლაში პერუ დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა!
თარიღი 14 ივნ 2022, 01:10

ავსტრალიამ პერუსთან დაძაბულ ფინალურ შეხვედრაში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვება შეძლო.

მატჩის ძირითადი დრო უგოლო ფრედ დასრულდა. გამარჯვებულის ვინაობის გამოვლენა ვერ მოხერხდა დამატებით ტაიმებშიც.

ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც ავსტრალიამ სამხრეთ ამერიკული გუნდი 5-4 დაამარცხა და ყატარში გასამართ მუნდიალზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ სანაკრებო დონეზე ყველაზე პრესტიჟული და მნიშვნელოვანი ტურნირი შემოდგომით, ნოემბრის თვეში დაიწყება.