ავტორიზაცია

"პირველად მოხდა, რომ ახალგაზრდა სუპერვარსკვლავმა ესპანურ გრანდს ინგლისური კლუბი ამჯობინა", - ლინეკერი

"პირველად მოხდა, რომ ახალგაზრდა სუპერვარსკვლავმა ესპანურ გრანდს ინგლისური კლუბი ამჯობინა", - ლინეკერი
თარიღი 14 ივნ 2022, 10:55

"ბარსელონასა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, გარი ლინეკერმა განმარტა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მთელი პრემიერ ლიგისთვის თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა.

"პრემიერ ლიგისთვის საკვანძო მომენტია. ახალგაზრდა სუპერვარსკვლავმა, რომლის მიწვევაც ყველას უნდოდა, პირველად აირჩია ინგლისური კლუბი და არა ესპანური გრანდი".

"პოგბა რამდენიმე წლით უფროსი იყო, როცა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა", - წერს ლინეკერი სოციალურ ქსელშ.

მოგეხსენებათ, "ქალაქელებმა" "დორტმუნდისა" და ნორვეგიის ნაკრების 21 წლის ფორვარდის ტრანსფერი გუშინ დახურეს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ერლინგის ხელში ჩაგდებით მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონაც" ინტერესდებოდნენ.