ავტორიზაცია

კეინი პრემიერ ლიგაში ჰოლანდისა და ნუნიესის გამოჩენაზე: "სულმოუთქმელად ველი ამ გამოწვევას"

კეინი პრემიერ ლიგაში ჰოლანდისა და ნუნიესის გამოჩენაზე: "სულმოუთქმელად ველი ამ გამოწვევას"
თარიღი 14 ივნ 2022, 12:30

"ტოტენჰემის" თავდამსხმელი, ჰარი კეინი პრემიერ ლიგაში ერლინგ ჰოლანდისა და დარვინ ნუნიესის გადასვლას გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, ნორვეგიელი "დორტმუნდიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა, ხოლო ურუგვაელი "ბენფიკადან" "ლივერპულმა" იყიდა.

"ოქროს ბუცისთვის" ბრძოლა ყოველთვის რთულია, პრემიერ ლიგაში უკვე რამდენიმე წელიწადია ტოპ თავდამსხმელები თამაშობენ. თითოეულ სეზონში, რომელშიც მითამაშია, მუდმივად დაძაბული ბრძოლა იყო".

"მოსალოდნელია, რომ საუკეთესო ფორვარდები პრემიერ ლიგაში თამაშს მოისურვებენ და ამ ორი ახალი ტრანსფერით ასეც მოხდა. ეს მეხმარება, როგორც ფეხბურთელს, რადგან კონკურენცია მაღალი იქნება, რაც პროგრესში დამეხმარება, ამიტომაც, რა თქმა უნდა, სულმოუთქმელად ველი ამ გამოწვევას".

"როგორც თავდამსხმელი, ცხადია, საკუთარ თავზე იმედებს ამყარებს და ვფიქრობ, შემოქმედებითი თვალსაზრისით, გარკვეულწილად გუნდსაც აქვს შენი იმედი. ეს მომწონს, გოლების გატანა და მატჩების მოგება მიყვარს".

"სხვა ფეხბურთელების მხრიდან არანაირ ზეწოლას არ აქვს ადგილი იმ მხრივ, რომ გოლების ან რაღაც მსგავსის გამო ვნერვიულობ. ყველამ ვიცით ჩვენი ვალდებულებებისა და საქმის შესახებ, ვცდილობ ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღო, როგორც ერთ-ერთმა გამოცდილმა ფეხბურთელმა და უბრალოდ მიყვარს გოლების გატანა", - ციტირებს კეინის სიტყვებს Evening Standard-ი.