ავტორიზაცია

პსჟ-დან გათავისუფლებული ლეონარდო შესაძლოა მამარდაშვილის ვალენსიაში დაინიშნოს

პსჟ-დან გათავისუფლებული ლეონარდო შესაძლოა მამარდაშვილის ვალენსიაში დაინიშნოს
თარიღი 14 ივნ 2022, 13:26

არ არის გამორიცხული, "პსჟ"-ს ყოფილი სპორტული დირექტორი, ლეონარდო ესპანეთის ჩემპიონატის კლუბში ვიხილოთ.

როგორც Superdeporte იტყობინება, "ვალენსიას" ხელმძღვანელობა ზემოთაღნიშნულ თანამდებობაზე ბრაზილიელი ფუნქციონერის დანიშვნას საუკეთესო ვარიანტად მიიჩნევს.

გავრცელებული ინფორმაციით, "ღამურების" მფლობელს, პიტერ ლიმს ლეონარდოს მიწვევა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

"პსჟ"-ს ექს-დირექტორი "ვალენსიას" ახალ მთავარ მწვრთნელს, ჯენარო გატუზოს კარგად იცნობს: ისინი "მილანში" (1999-2001 წლებში) ერთად თამაშობდნენ, შემდეგ მას წვრთნიდა (2009-2010 წლებში), ბოლოს კი "როსონერის" სპორტული დირექტორი იყო, როცა გატუზო ედგა გუნდს სათავეში (2018-2019 წლებში).

მოგეხსენებათ, "ვალენსიაში" საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერი, გიორგი მამარდაშვილი ირცხება.