ავტორიზაცია

ლაიპციგმა ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელის გასაყიდი ფასი დაასახელა - ვინ არის გამოკვეთილი მსურველი?

ლაიპციგმა ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელის გასაყიდი ფასი დაასახელა - ვინ არის გამოკვეთილი მსურველი?
თარიღი 14 ივნ 2022, 19:31

"ლაიპციგის" ფრანგი შემტევის შეძენით სერიოზულად არის დაინტერესებული ლონდონის "არსენალი", მაგრამ საქმეს ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ართულებს.

The Independent  იუწყება, რომ გერმანული კლუბი კრისტოფერ კუნკუს 100 მილიონად აფასებს და მაქსიმალურად ეცდება მის შენარჩუნებას. თუ რომელიმე გუნდი მის დამატებას გადაწყვეტს, მაშინ ხსენებული თანხის გადახდა მოუწევს, რაც გერმანიის ჩემპიონატის მე-4 ადგილოსნებს დიდ ფინანსურ სარგებელს მოუტანს.

ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა საფრანგეთის ნაკრების წევრმა, აწ უკვე დასრულებულ 2021/22 წლის სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 50 შეხვედრაში 35 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც გასაოცარი შედეგია.