ავტორიზაცია

ოფიციალურად: ლივერპულმა ნუნიესის ტრანსფერი დაადასტურა

ოფიციალურად: ლივერპულმა ნუნიესის ტრანსფერი დაადასტურა
თარიღი 14 ივნ 2022, 22:07

ახლა უკვე ორივე გუნდმა დაადასტურა - დარვინ ნუნიესი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

„ლივერპულმა“ 22 წლის ურუგვაელი შემტევის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. კლუბის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნუნიესმა გუნდთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„ბენფიკამ“ „ლივერპულთან“ შეთანხმება ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა. ურუგვაელის სანაცვლოდ მერსისაიდელები 75 მილიონ ევროს გადაიხდიან, კიდევ 25 კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.

გასულ სეზონში ურუგვაელმა 41 მატჩში 34 გოლი და 4 საგოლე პასი მიითავლა.