კრისტიან ერიქსენი ამ ზაფხულს შესაძლოა ერთ-ერთ ინგლისურ გრანდში გადავიდეს
კრისტიან ერიქსენი შესაძლოა პრემიერ ლიგის გრანდში გადავიდეს.
დანიელ ნახევარმცველს მის ამჟამინდელ გუნდთან, „ბრენტფორდთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და სხვაგან გადასვლა უფასოდ შეეძლება.
მიუხედავად იმისა, რომ „ბრენტფორდს“ 30 წლის ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, ამის გაკეთება ადვილი არ იქნება, რადგან ერიქსენით ევროპული გრანდები ინტერესდებიან.
კერძოდ, The Athletic-ის ინფორმაციით, ერიქსენს შეთავაზება „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გაუკეთა, რომელიც მზადაა ფეხბურთელს ერთლწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.
„ემიუს“ გარდა, ფეხბურთელით მისი ყოფილი გუნდი, „ტოტენჰემიც“ ინტერესდება.