ავტორიზაცია

მანუ ნოიერი ფილიპ ლამს გაუტოლდა - ვინ არის მათზე წინ?

მანუ ნოიერი ფილიპ ლამს გაუტოლდა - ვინ არის მათზე წინ?
თარიღი 14 ივნ 2022, 23:31

მანუელ ნოიერი გერმანიის ნაკრებში თავის 113-ე მატჩს ატარებს.

ბუნდესნაკრების მეკარე იტალიასთან ერთა ლიგის მატჩში სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა.

ნაკრებში ჩატარებული 113 მატჩით ნოიერი ყველა დროის ჩამონათვალში მეექვსე ადგილს ლეგენდარულ ფილიპ ლამთან ერთად იყოფს, რომელსაც ნაკრებში სწორედ ამდენი თამაში ჰქონდა ჩატარებული.

ყველაზე მეტი შეხვედრა გერმანიის ნაკრების მაისურით ლოტარ მათეუსმა ჩაატარა - 150, მეორე ადგილზე მიროსლავ კლოზეა (137), მესამეზე ლუკას პოდოლსკი (130).

მეოთხე ადგილს ბასტიან შვაინშტაიგერი იკავებს (121), მეხუთეს კი - თომას მიულერი, რომლისთვისაც იტალიასთან მატჩი 116-ა.