ავტორიზაცია

VIDEO: უდიდესი სენსაცია ერთა ლიგაზე - ინგლისი შინ უნგრეთთან 0:4 განადგურდა

თარიღი 15 ივნ 2022, 00:41

ინგლისში, ვულვერჰემპტონის სტადიონ „მოლინეუქსზე“ ინგლისის ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა.

შეხვედრა სენსაციური სცენარით წარიმართა და სტუმართა გამანადგურებელი გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

უნგრელებმა გოლები მე-16, 70-ე, მე-80 და 89-ე წუთებზე გაიტანეს და მასპინძლებს მოულოდნელი და სენსაციური მარცხი აგემეს.

ინგლისმა 4 მატჩის შემდეგ 2 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს, უნგრეთი კი მოულოდნელად, 7 ქულით ოთხეულის ლიდერია.