ავტორიზაცია

VIDEO: საოცარი ბოლო წუთები და დეპაის გამარჯვების გოლი - ჰოლანდიამ უელსი დრამატულ სტილში დაამარცხა

VIDEO: საოცარი ბოლო წუთები და დეპაის გამარჯვების გოლი - ჰოლანდიამ უელსი დრამატულ სტილში დაამარცხა
თარიღი 15 ივნ 2022, 00:45

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში ნიდერლანდების ნაკრებმა შინ უელსი დაამარცხა.

შეხვედრა როტერდამში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

მე-17 და 23-ე წუთებზე, ლანგის და გაკპოს გოლებით ჰოლანდია 2:0-ს იგებდა, თუმცა ჯონსონის (26’) და ბეილის (90+2, პენ) გოლებით უელსმა ანგარიში გაათანაბრა.

მიუხედავად ამისა, ვან გაალის გუნდი არ დანებდა და ერთ წუთში კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა - მემფის დეპაიმ 90+3 წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

ჰოლანდიამ 10 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველ ადგილს დამაჯერებლად იკავებს, უელსი კი 1 ქულით მე-4 პოზიციაზეა.