ავტორიზაცია

VIDEO: გერმანიამ ბორუსია პარკზე ევროპის მოქმედი ჩემპიონი დაამცირა

თარიღი 15 ივნ 2022, 00:48

ერთა ლიგის მე-4 ტურში გერმანიამ ევროპის ჩემპიონი იტალია გაანადგურა.

შეხვედრა მიუნხენგლადბახში სტადიონ „ბორუსია პარკზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 5:2 დასრულდა.

გერმანიის რიგებში გოლები კიმიხმა (10’) გუნდოგანმა (45+4’ პენ), თომას მიულერმა (51’) და ტიმო ვერნერმა (68’, 69’) გაიტანეს და გარკვეული პერიოდის მანძილზე 5:0-საც იგებდნენ.

თუმცა 78-ე წუთზე გნონტოს და 90+4 წუთზე ბასტონის გოლებით იტალიამ სხვაობა შეამცირა და მარცხი ნაკლებად დამამცირებელი გახადა.

გერმანიამ 6 ქულა დააგროვა და მეორე ადგილს იკავებს, იტალია კი 5 ქულით მესამეა.