ავტორიზაცია

ბრწყინვალე სეზონი დაუფასდა - ზივზივაძე ახალ კლუბს უახლოვდება!

ბრწყინვალე სეზონი დაუფასდა - ზივზივაძე ახალ კლუბს უახლოვდება!
თარიღი 15 ივნ 2022, 13:44

საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე ბრწყინვალე ფორმაშია და უახლოეს სანაკრებო პაუზაზე 2 გოლიც გაიტანა.

ბუდუს კარგი სეზონი დაუფასდა და მის მიმართ ინტერესს თურქული "ანკარაგუჩუ" იჩენს.

ცნობილია, რომ კლუბსა და ფეხბურთელს შორის აქტიური მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

უნგრეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში ზივზივაძემ "უიპეშტის" რიგებში 12 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.