ავტორიზაცია

გრავენბერხის მამამ განმარტა, თუ რატომ ამჯობინა მისმა შვილმა ბაიერნი სხვა გრანდებს

გრავენბერხის მამამ განმარტა, თუ რატომ ამჯობინა მისმა შვილმა ბაიერნი სხვა გრანდებს
თარიღი 15 ივნ 2022, 14:35

რაიან გრავენბერხის მამამ "აიაქსის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველის "ბაიერნში" გადასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.

"ბაიერნის" ხელმძღვანელებმა თქვეს, რომ მათი კლუბი "აიაქსს" ჰგავს, მაგრამ უფრო მასშტაბურია. კარგად სტრუქტურირებული და მყარი ორგანიზაციაა".

"თუ "პსჟ"-ს, "მანჩესტერ სიტის" ან "რეალს" შეხედავთ, დაინახავთ, რომ ისინი 15 ფეხბურთელს ყიდულობენ, მაგრამ 40-კაციანი შემადგენლობა უკვე ჰყავთ და საქმე ასარჩევად აქვთ. უბრალოდ გამორჩეულებს აქცევენ ყურადღებას და დანარჩენებისთვის ეს სამწუხარო სიტუაციაა".

"ბაიერნი" მაქსიმუმ 3, 4 ან 5 ახალწვეულს იმატებს. ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებშიც ნამდვილად დებენ ინვესტიციას. ამან ითამაშა მთავარი როლი რაიანის არჩევანში", - ციტირებს უფროსი გრავენბერხის სიტყვებს De Telegraaf-ი.

ცნობისთვის, "რეკორდმაისტერს" 20 წლის ჰოლანდიელის ტრანსფერი 18,5 მილიონი ევრო დაუჯდა.