ავტორიზაცია

მილიტაო: "შოუ დავდგი და დავამტკიცე, თუ რატომ ვარ რეალის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი"

მილიტაო: "შოუ დავდგი და დავამტკიცე, თუ რატომ ვარ რეალის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი"
თარიღი 15 ივნ 2022, 22:07

ედერ მილიტაო მიიჩნევს, რომ თავისი ღირებულება ნამდვილად დაამტკიცა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი „რეალმა“ „პორტუდან“ 50 მლნ ევროდ დაიმატა და ის მადრიდელების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველია.

დავბრუნდეთ ერთი წლით უკან - კლუბიდან სერხიო რამოსი და რაფა ვარანი მიდიან. იყო თუ არა თქვენთვის ეს ზეწოლის მიზეზი?

როცა გუნდიდან წავიდნენ ეს ფეხბურთელები, ხალხი ხაზს უსვამდა, რომ მათ კლუბის ისტორიაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.

მე კი ჩავთვალე, რომ დადგა დრო დავუმტკიცო ქომაგებს და მთელ მსოფლიოს, რომ ჩემი იმედიც შეიძლება ჰქონდეთ. მე ნამდვილი სანახაობა მოვაწყვე და დავამტკიცე, რატომ ვარ „რეალში“.

თქვენი აზრით, გაამართლეთ ის 50 მლნ ევრო, რომელიც კლუბმა თქვენში გადაიხადა? კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდით.

დიახ, ეს ნათლად დავამტკიცე. როცა მოვედი, საქმეები არც ისე კარგად მიმდიოდა, იმიტომ რომ შემადგენლობაში იყო ორი ცენტრალური მცველი, რომლებიც ერთად დიდი ხნის მანძილზე თამაშობდნენ.

თუმცა, შევძელი და დავამტკიცე, თუ რატომ დამიმატეს.“ - აღნიშნა 24 წლის ბრაზილიელმა.