ავტორიზაცია

სუარესი ევროპას ემშვიდობება? ახალ გუნდთან შეთანხმება ახლოსაა

სუარესი ევროპას ემშვიდობება? ახალ გუნდთან შეთანხმება ახლოსაა
თარიღი 15 ივნ 2022, 22:19

დიდი ალბათობით, ლუის სუარესი ევროპულ ფეხბურთს ემშვიდობება.

როგორც გამოცემა El Observador-ი Radio Mitre-ზე დაყრდნობით წერს, 35 წლის ურუგვაელმა ფორვარდმა შეთანხმებას არგენტინულ „რივერ პლეიტთან“ მიაღწია.

იწერება, რომ ამ უქმეებზე სუარესი ბუენოს-აირესში გაფრინდება, სადაც ტრანსფერი დაიხურება და ამის შემდეგ, კლუბი მას ოფიციალურად დაადასტურებს.

სუარესს სურს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ფორმაში გაემგზავროს და ამიტომ, არჩევანი შეაჩერა კლუბზე, სადაც სასტარტოში ადგილი გარანტირებული ექნება.

შეგახსენებთ, რომ სუარესმა „ატლეტიკო“ ამ სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა, რადგან გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა.