ავტორიზაცია

მილანმა ჯუნიორ მესიასის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

მილანმა ჯუნიორ მესიასის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 15 ივნ 2022, 23:25

„მილანი“ „კროტონედან“ ჯუნიორ მესიასს გამოისყიდის.

ჯურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ „როსონერიმ“ 31 წლის ფეხბურთელის სრულფასოვანი ტრანსფერი უკვე შეათანხმა.

„მილანი’ ბრაზილიელში 4.5 მილიონ ევროს და სხვადასხვა ბონუსებს გადაიხდის.

ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონის რიგებში 2021 წლის აგვისტოში იჯარით გადავიდა და ერთ სეზონში გუნდს თავი ისე მოაწონა, რომ მისი ასაკის მიუხედავად, კლუბმა გამოსყიდვა მაინც გადაწყვიტა.

გასულ სეზონში ბრაზილიელმა სერია ა-ს 26 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.