ავტორიზაცია

ნაპოლიმ კულიბალის გაყიდვაზე დაიწყო ფიქრი და პოტენციური შემცვლელიც შეარჩია

ნაპოლიმ კულიბალის გაყიდვაზე დაიწყო ფიქრი და პოტენციური შემცვლელიც შეარჩია
თარიღი 16 Jun 2022, 00:07

იტალიური „ნაპოლი“ გუნდიდან კალიდუ კულიბალის გაშვების ვარიანტს განიხილავს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილების მიღებაზე ნეაპოლიტანური გუნდი იმიტომ დაფიქრდა, რომ სენეგალელ მცველს ხელშეკრულება შემდეგი სეზონის ბოლოს ეწურება და შესაძლოა გუნდი უფასოდ დატოვოს.

კულიბალის პოტენციურ შემცვლელად „ნაპოლი“ „ტორინოს“ მცველს, ბრემერს განიხილავს, რომელმაც ამ სეზონში სერია ა-ში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

რაც შეეხება კულიბალის, მისი გადაბირებით „ბარსელონა“ ინტერესდება, რომლისთვისაც პრიორიტეტული ჟულ კუნდეს ტრანსფერია, მაგრამ თუ ფრანგის შეძენა ვერ მოხერხდა, მაშინ არჩევანი სწორედ კალიდუზე შეჩერდება.