ავტორიზაცია

მოდრიჩის ემოციური განცხადება — ხორვატი რეალიდან მარსელოს წასვლას გამოეხმაურა

მოდრიჩის ემოციური განცხადება — ხორვატი რეალიდან მარსელოს წასვლას გამოეხმაურა
თარიღი 16 ივნ 2022, 10:44

"რეალის" ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა მადრიდელთა აწ უკვე ყოფილ მარცხენა მცველს, მარსელოს ფეხბურთისა და "სამეფო კლუბის" ლეგენდა უწოდა.

"ძმაო, ჩემთვის პატივი იყო შენთან ერთად თამაში და გამარჯვება. მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე მადრიდში გადმოსვლის დღიდან".

"ფეხბურთისა და "რეალის" ლეგენდა ხარ. მომენატრები. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ", - წერს ხორვატი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 34 წლის ბრაზილიელი "ბლანკოსში" 18 წლის ასაკიდან ასპარეზობდა. მადრიდელებთან ერთად იგი 25 ტიტულს დაეუფლა - ეს კლუბის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

მარსელოს ლა ლიგა 6-ჯერ, ესპანეთის თასი 2-ჯერ, ქვეყნის სუპერთასი 5-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 6-ჯერ, უეფას სუპერთასი 3-ჯერ, ხოლო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 4-ჯერ აქვს მოგებული.