ავტორიზაცია

ჩელსი მზადაა ლუკაკუ ინტერში გაუშვას და გარკვეულ დათმობაზეც მიდის — Goal.com

ჩელსი მზადაა ლუკაკუ ინტერში გაუშვას და გარკვეულ დათმობაზეც მიდის — Goal.com
თარიღი 16 ივნ 2022, 10:49

"ჩელსის" ხელმძღვანელობა მზადაა გუნდის თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ "ინტერში" გაუშვას და გარკვეულ დათმობაზეც წავიდეს.

ასე და ამგვარად, როგორც გავლენიანი გამოცემა Goal.com-ი წერს, "არისტოკრატები" მზად არიან ბელგიელის იჯარის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა შეამცირონ.

თავდაპირველად, ლონდონელებმა 25 მილიონი ევრო მოითხოვეს, ახლა კი 12 მილიონზეც თანახმანი არიან.

თავის მხრივ, "ნერაძური" ჯერ მხოლოდ 7 მილიონს ჩამოდის. მოგეხსენებათ, ლუკაკუ იტალიურ გრანდში 2019 წლიდან 2021 წლამდე ასპარეზობდა.

გასულ სეზონში 29 წლის ფორვარდმა ყველა ტურნირზე ერთად "ჩელსის" მაისურით 44 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.