კვარაცხელია ევროტურნირებზე ბათუმს ვერ დაეხმარება - იქნება თუ არა დავითაშვილი?

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო ბათუმი" "სლოვან ბრატისლავას" დაუპირისპირდება.
სამწუხაროდ, აღნიშნულ შეხვედრაში ბათუმელებს ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება.
თამაში 5 ივლისსაა ჩანიშნული, კვარაცხელია კი 1 ივლისიდან "ნაპოლის" შეკრებაზე უნდა შეუერთდეს.
სამაგიეროდ, გუნდთან ერთად იქნება საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი.
დავითაშვილმა წინა სანაკრებო შეკრებაზე კარგი მატჩები ჩაატარა და გოლიც გაიტანა.