ავტორიზაცია

ფეხბურთელი, რომლის შეძენასაც გვარდიოლა მანჩესტერ სიტის ბოსებისგან ითხოვს

ფეხბურთელი, რომლის შეძენასაც გვარდიოლა მანჩესტერ სიტის ბოსებისგან ითხოვს
თარიღი 16 ივნ 2022, 15:45

"მანჩესტერ სიტი" ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბრაიტონის" მარცხენა მცველის, მარკ კუკურელიას გადაბირებას გეგმავს.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს, "ქალაქელები" მზად არიან 23 წლის ესპანელის თაობაზე შეთავაზება გააკეთონ. უახლოეს დღეებში კლუბებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები შეიძლება დასკვნით ფაზამდე მივიდეს.

კუკურელიას "სიტი" დაცვის ხაზის მარცხენა ფლანგის გაძლიერების მთავარ კანდიდატად განიხილავს. გუნდის მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას თავის გუნდში მისი ხილვა ძალიან უნდა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერელებმა "ბარსელონას" აღზრდილის სანაცვლოდ შეიძლება დაახლოებით 50 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

გასულ სეზონში კუკურელიამ ყველა ტურნირზე ერთად "ბრაიტონის" ღირსება 37 შეხვედრაში დაიცვა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.