პრემიერ ლიგის 2022/23 წლების სეზონის კალენდარი გამოქვეყნდა — საწყის ტურებში არაერთ ტოპ მატჩს ვიხილავთ
პრემიერ ლიგის პრესსამსახურმა 2022/23 წლების სეზონის გათამაშების კალენდარი გამოაქვეყნა.
ასე და ამგვარად, ჩემპიონატი სტარტს 5 აგვისტოს, "კრისტალ პალასისა" და "არსენალის" შეხვედრით აიღებს.
1-ელი ტური
5 აგვისტო, პარასკევი
"კრისტალ პალასი" - "არსენალი"
6 აგვისტო, შაბათი
"ფულემი" - "ლივერპული"
"ბორნმუთი" - "ასტონ ვილა"
"ლიდსი" - "ვულვერჰემპტონი"
"ლესტერი" - "ბრენტფორდი"
"ნიუკასლი" - "ნოტინგემ ფორესტი"
"ტოტენჰემი" - "საუთჰემპტონი"
"ევერტონი" - "ჩელსი"
7 აგვისტო, კვირა
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბრაიტონი"
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ სიტი"
მეორე ტურში "ჩელსი" "ტოტენჰემს" უმასპინძლებს, ხოლო მესამე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლივერპულს" დაუხვდება. მე-6 ტურში "ემიუ" "არსენალს" შეხვდება, მეშვიდეში კი "მანჩესტერ სიტისა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირებას ვიხილავთ, მე-8 ტურში "ჩელსისა" და "ლივერპულის" მატჩს მივადევნებთ თვალყურს, მე-9 ტურში "არსენალი" "ტოტენჰემის", ხოლო "სიტი" "იუნაიტედის" წინააღმდეგ ითამაშებს, მე-10 ტურში კი "არსენალისა" და "ლივერპულის" ჯახია.
აღსანიშნავია, რომ მე-11 ტურში "ლივერპულისა" და "სიტის" მატჩი გაიმართება.
ინგლისის ჩემპიონატის 2022/23 წლების სეზონის სრული კალენდარი შეგიძლიათ იხილოთ აქ.