ავტორიზაცია

პერესის პასუხი კითხვაზე: "რეალის ექს-მწვრთნელებიდან რომელიმემ გირჩიათ ვინისიუსის გაყიდვა?"

პერესის პასუხი კითხვაზე: "რეალის ექს-მწვრთნელებიდან რომელიმემ გირჩიათ ვინისიუსის გაყიდვა?"
თარიღი 16 ივნ 2022, 16:51

"რეალის" პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის აზრით, მადრიდული გრანდის გარემარბი, ვინისიუს ჟუნიორი მომავალში "ოქროს ბურთს" მოიგებს.

– ახლა "რეალის" შემადგენლობაში "გალაქტიკოსები" არ არიან.

"დიდ ფეხბურთელი ან არ იყიდება ან ძალიან ძვირი ღირს. გვყავს ფეხბურთელები, რომელთა გამოსასყიდი თანხაც 1 მილიარდ ევროს შეადგენს. გუნდში ირიცხებიან ვინისიუსი, როდრიგო, ვალვერდე, მილიტაო... ვინისიუსის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები? არანაირი. ყოველთვის ამბობდა, რომ "რეალიდან" წასვლა არ უნდა".

– "რეალის" ექს-მწვრთნელებიდან რომელიმემ გირჩიათ ვინისიუსის გაყიდვა?

"არ ვიცი. არავის უნდა ვინისიუსის გასხვისება. ვფიქრობ, მომავალში "ოქროს ბურთს" აუცილებლად მოიგებს, როგორც ბენზემა - ამ წელს. ზოგიერთი მოთამაშე, მაგალითად, როდრიგო და ვალვერდე, მალე გაიხსნება".

"ვფიქრობ, როდრიგო იქნება შემდეგი, ვინც ჭკუიდან შეგვშლის. ვინისიუსი "რეალში" 18 წლის ასაკში მოვიდა, "კასტილიაში" თამაშობდა. არ იყო ის, ვისაც ახლა ვიცნობთ. ყოველწლიურად უკეთესი ხდება", - თქვა პერესმა El Chiringuito-სთან ინტერვიუში.