ავტორიზაცია

არსენალის ხელმძღვანელობა ამ ზაფხულს ორი ხმაურიანი ტრანსფერის გაჩარხვაში დარწმუნებულია

არსენალის ხელმძღვანელობა ამ ზაფხულს ორი ხმაურიანი ტრანსფერის გაჩარხვაში დარწმუნებულია
თარიღი 16 ივნ 2022, 17:22

"არსენალის" ხელმძღვანელობა "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის, გაბრიელ ჟეზუსის ტრანსფერზე მუშაობს.

როგორც ბრიტანულ მედიაში იწერება, ლონდონური კლუბი გარიგების წარმატებით დახურვაში უფრო და უფრო რწმუნდება. თავად ბრაზილიელსაც სურს "მეთოფეთა" რიგებში გადაბარგება. ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის შემდეგ, მან "სიტიდან" წასვლა გადაწყვიტა.

"არსენალის" მიერ გაკეთებული პირველი წინადადების ოდენობა 30 მილიონი ფუნტი იყო. ახლა კი, როგორც ვარაუდობენ, ლონდონელები შეთავაზებას ზრდიან - თანხა 50 მილიონს უახლოვდება, რომელსაც "ქალაქელები" 25 წლის ფორვარდში ითხოვენ.

ამ ზაფხულს "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელის, მიკელ არტეტას ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ ჟეზუსია. ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ, რადგან მოგეხსენებათ, ესპანელი სპეციალისტი "სიტიში" პეპ გვარდიოლას ასისტენტად მუშაობდა. აღსანიშნავია, სამხრეთამერიკელის დამატება "ტოტენჰემსა" და "ჩელსისაც" შესთავაზეს.

გარდა ამისა, "არსენალი" დარწმუნებულია, რომ "ლესტერის" ნახევარმცველს, იური ტილემანსსაც დაითანხმებს ტრანსფერზე.

ჟეზუსსაც და "მელიების" ბელგიელ ფეხბურთელსაც თავიანთ კლუბებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურებათ.