ავტორიზაცია

არსენალმა პორტუგალიის ჩემპიონთან შეთანხმებას მიაღწია და ტრანსფერის გაოფიციალურებამდე სულ ცოტა დრო რჩება!

არსენალმა პორტუგალიის ჩემპიონთან შეთანხმებას მიაღწია და ტრანსფერის გაოფიციალურებამდე სულ ცოტა დრო რჩება!
თარიღი 16 ივნ 2022, 19:01

"არსენალი" ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას განაგრძობს და ამჯერად, პორტუგალიის ჩემპიონს იმატებს.

პორტუგალიელი სპორტული ჟურნალისტი პედრო სეპულვედა წერს, რომ "მეთოფეებმა" "პორტუსთან" შეთანხმებას მიაღწიეს 22 წლის ფაბიო ვიეირას ტრანსფერის თაობაზე. ლონდონური კლუბი ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხას 40 მილიონს გადაიხდის.

წყაროს მიხედვით, ახალგაზრდა შუახაზელი უახლოეს რამდენიმე საათში ლონდონში ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ტრანსფერი გაოფიციალურდება.

ვიეირა პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი გახლავთ და მან "დრაკონების" რიგებში 76 მატჩიც ჩაატარა, სადაც 10 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.